ძველი ბერძნები
ძველი ბერძნების რწმენით, თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ უსაზღვრო და ბნელი ქაოსი, რომელმაც შვა მთელი სამყარო, მათ შორის უკვდავი ღმერთებიც. პირველად ქალღმერთი-დედამიწა — გეა გაჩნდა. გეამ წარმოშვა ყოველივე რაც დედამიწაზე იზრდება და ცხოვრობს.
მიწის ქვეშ, ზუსტად იმ სიღრმეზე, რა მანძილზეც არის ჩვენგან დაშორებული ურანოსი — მაღალი ზეცა, გაჩნდა ტარტაროსი — მარადიული უკუნი და ბნელეთი, ეროსი — ყოვლისმომცველი და მაცოცხლებელი სიყვარული, სიბნელე — ერება და ბნელი ღამე — ნიქტუ (ნიქსი). ერებასა და ნიქტუსგან წარმოიშვა სინათლე — ეთერი და ნათელი დღე — ჰემერა. სინათლე მოეფინა დედამიწას და გაჩნდა დღე და ღამე.
იაპონელები
იაპონელებს სჯეროდათ, რომ სამყარო ტყუპმა ღმერთებმა იძანაკიმ და იძანამიმ შექმნეს. ისინი დიდხანს მოთმინებით ურევდნენ ვარსკვლავისბუნიკიან გრძელ შუბს ტალახის ტბაში. ტალახი თანდათან შესქელდა და გუნდ-გუნდად დაიწყო ცვენა აქეთ-იქით. პატარა გუნდებისგან კუნძულები გაჩნდა, დიდები კი მატერიკებად იქცა. შემდეგ მიწა ბალახმა, ხეებმა და ყვავილებმა დაფარა.
Комментариев нет:
Отправить комментарий